კლუბის შესახებ

......

1927 წელს საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს ორგანიზებით შეიქმნა საფეხბურთო სკოლა ნორჩი დინამოელი, რომლის უპირველესი დანიშნულება კლუბისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელთა მომზადება იყო. 1999 წელს ნორჩი დინამოელი გახდა პირველი ლიგის გამარჯვებული და ავომატურად დაწინაურდა უმაღლეს ლიგაში, სადაც კლუბმა "თბილისის" სახელით იასპარეზა. პირველივე სეზონზე კლუბი უმაღლესი ლიგიდან დაქვეითდა. შემდეგ სეზონზე ნორჩი დინამოელი შეურთდა თბილისის მერანს და ასპარეზობდა როგორც ნორჩი დინამო-მერანი-B. 2002 წელს საფეხბურთო კლუბ მერანს შეექმნა ფინანსური პრობლემები, რის გამო გუნდი დაქვეითდა უმაღლესი ლიგიდან და დაიშალა. 2003 წლიდან ნორჩი დინამოელი თამაშობდა მეორე ლიგაში, 2006 წელს გუნდმა მეორე ლიგა მოიგო და დაწინაურდა პირველ ლიგაში. ამის შემდეგ, კლუბის მესვეურებმა დაიწყეს ზრუნვა კლუბი ელიტაში მოხვედრილიყო. მიზანს 2019 წელს უწიეს, როცა ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონობა იზეიმეს და საუკეთესო ათეულში ჩემპიონის სტატუსით შეაბიჯეს.

 

კლუბის ადმინისტრაცია

LATEST FROM THE BLOG

KEEP ON TRACK OF LATEST NEWS AND UPDATES

CONTACT US